
13 / 18
ჭავჭავაძის ქუჩის რეკონსტრუქცია
ოზურგეთი
პროექტის არქიტექტურული კონცეფცია ეფუძნება არსებული ფასადების განახლებასა და მათი არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესებას. გადაწყვეტისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფასადების პროპორციების, მასალების, ფერთა პალიტრისა და დეკორატიული ელემენტების ჰარმონიულ თანხვედრას.
განახლებული ფასადები ინარჩუნებს შენობების ინდივიდუალურ ხასიათსა და არქიტექტურულ იდენტობას, ამავდროულად კი ქმნის ერთიან, მოწესრიგებულ და თანამედროვე ვიზუალურ გარემოს.
დავალებაქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის პროექტი






