
იპოდრომი
ახმეტა
ახმეტის იპოდრომის კომპლექსი განთავსებულია 26 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, რომლის სივრცით ორგანიზაციას განსაზღვრავს საცხენოსნო არენა და მის გარშემო განლაგებული ფუნქციური შენობები. კომპლექსი აერთიანებს ტრიბუნას, ადმინისტრაციულ და კომერციულ სივრცეებს, სასტუმროს, დახურულ სავარჯიშო მანეჟს, თავლებსა და დამხმარე-სასაწყობე ნაგებობებს.
არქიტექტურული გადაწყვეტა ეფუძნება შენობების, ღია სივრცეებისა და საცხენოსნო ინფრასტრუქტურის ერთიან კომპოზიციას. სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის მოცულობები ისეა განლაგებული, რომ შეიქმნას მკაფიო სივრცითი იერარქია, კომფორტული გადაადგილება და ვიზუალური კავშირი ძირითად არენასთან.
მასშტაბური ტერიტორია საშუალებას იძლევა არქიტექტურა ბუნებრივ ლანდშაფტთან ერთად აღიქმებოდეს, სადაც შენობები, საცხენოსნო სივრცეები და ღია გარემო ერთიან არქიტექტურულ კომპოზიციას ქმნის.